„ბედნიერება არ გვაცადეს! ნიკა, შენ ამას არ იმსახურებდი...“ - მარიამი მიმართვას ავრცელებს
1768497868
ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანის რამდენიმე რაიონში „ჰეზბოლას“ სამიზნეები დაბომბა.
მათივე ცნობით, დარტყმები „ჰეზბოლას“ მიერ „ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევების საპასუხოდ განხორციელდა.
როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა ლიბანის სოფელ სოჰმორის მცხოვრებლები გააფრთხილა, რომ იერიშებს განახორციელებდა.
ცნობისთვის, ისრაელი და ლიბანი აშშ-ს შუამავლობით 2024 წელს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რითაც ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლები დასრულდა. მას შემდეგ მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი რამდენჯერმე დაადანაშაულეს.