,,ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს...“ - ოჯახი ბავშვს ეძებს
1753456678
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტორგედურ კატრინ გუნარსდოტირმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის შეშფოთებულია უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ანტიკორუფციულ კანონში შესწორებების მიღების გამო.
„ცოტა ხნის წინ მიღებული კანონმდებლობა კორუფციასთან მებრძოლი საკვანძო ინსტიტუტების შემდგომი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით შეშფოთებას იწვევს. სამართლის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა უკრაინის ევროპული გზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - დაწერა მან.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება. მანამდე ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რასაც კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.