1773857175
ისლამისადმი მტრულად განწყობილებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი საფასურს გადაიხდიან - მოჯტაბა ხამენეი
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან.“
„უდავოა, რომ ასეთი პიროვნების მკვლელობა აჩვენებს მისი მნიშვნელობის ხარისხს და ისლამის მტრების მისდამი მტრულ დამოკიდებულებას. ისლამისადმი მტრულად განწყობილებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანის სისხლის დაღვრა ისლამურ სისტემას მხოლოდ გააძლიერებს. რა თქმა უნდა, ყოველ დაღვრილ სისხლს აქვს თავისი საფასური, რომელსაც ამ მოწამეთა კრიმინალი მკვლელები მალე გადაიხდიან,“ – აღნიშნა მოჯტაბა ხამენეიმ წერილობით განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის გარდაცვალება დაადასტურა.











