ეთერ თათარაიძე პატრიარქზე: ის იყო მსოფლიო პატრიარქი. იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ მფარველობს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან

ეთერ თათარაიძე

ძნელი დღე გათენდა, ძალიან მძიმე, გულით ვუსამძიმრებ მთელ ქრისტიანულ სამყაროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ.

მისი თქმით, ძალიან მძიმე დღეები გვაქვს გასავლელი.

„ძნელი დღე გათენდა, ძალიან მძიმე, გულით ვუსამძიმრებ მთელ ქრისტიანულ სამყაროს.

პირველ რიგში, ის იყო მსოფლიო პატრიარქი. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე დღეები გასავლელი. იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ მფარველობს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან. ის იყო მთის კაცის ნამდვილი ეტალონი“, - აღნიშნა ეთერ თათარაიძემ.