„ის აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი...“ - ელვისის სიკვდილიდან 45 წელი გავიდა

elvis presley

"დღეს გარდაიცვალა ელვის პრესლი. ის 42 წლის იყო. როგორც ჩანს, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა. ის მემფისში, თავის სახლში იპოვეს. უკვე აღარ სუნთქავდა. ტურნეების მენეჯერმა მისი რეანიმირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. საავადმყოფოში განხორციელებული მცდელობებიც უშედეგო გამოდგა. ექიმმა ის გარდაცვლილად დღის 3 საათზე გამოაცხადა.” 45 წლის წინ - 1977 წლის 16 აგვისტოს", - ასეთი განცხადებით მიმართა ამერიკელებს სამაუწყებლო ქსელის, NBC-ის წამყვანმა, დევიდ ბრინკლიმ.

ელვისი, როგორც მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, მეოცე საუკუნის პოპულარული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა და ამერიკული კულტურის სიმბოლოა. მას დღემდე როკ ენ როლის მეფეს უწოდებენ. აღნიშნავენ მის ნიჭს, გარეგნობას, ქარიზმას, იუმორის გრძნობას.

ელვის პრესლი სატვირთო მანქანის მძღოლი ღარიბი ბიჭი იყო, რომელმაც არნახულ წარმატებას მიაღწია.

საერთაშორისო მასშტაბის სენსაცია ელვისი 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან გახდა. 

ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, 1958 წელს ელვისი ჯარში გაწვევას დაემორჩილა. სავალდებულო სამსახურის დიდი ნაწილი მან გერმანიაში, ფრიდბერგში, მოიხადა.

სწორედ ჯარში გაიცნო ელვისმა თავისი მომავალი პირველი ცოლი პრისცილა ბულიე.მათი შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ, პრისცილა შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ისინი დაქორწინდნენ 1967 წლის გაზაფხულზე. ქორწინებაში, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში, 1972 წლამდე გაგრძელდა, მომღერალს შეეძინა ქალიშვილი ლიზა-მარი.

ელვისის შემდეგი ქორწინება სამოქალაქო იყო. მისი რჩეული ლინდა ტომპსონი გახდა. მათ ოთხი წელი იცხოვრეს ერთად.

გარდაცვალებამდე ბოლო თვეებში ელვისი ცხოვრობდა მოდელ და მსახიობ ჯინჯერ ალდენთან.

1973 წელს პრესლიმ ჰავაიზე ჩაატარა კონცერტი - პირველი შოუ, რომელიც სატელიტით მთელ მსოფლიოში გადაიცა და 1,5 მილიარდამდე მაყურებელმა მიადევნა თვალი.

მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მეტად უარესდებოდა. პრესლი მედიკამენტებზე დამოკიდებული გახდა და ძალიან გასუქდა. ვრცელდებოდა ხმები ნარკოტიკების მოხმარებაზე, დეპრესიაზე. 

ინგლისელი ჟურნალისტის მარკ ფარენის თქმით, ფიგურა, რომელიც ცოტა ხნის წინ გმირი იყო, თანდათან ბევრის თვალში ჭირვეულ, მსუქან და გათამამებულ ბავშვად გადაიქცა.

ბოლო დროს, ელვისი მუდმივად საუბრობდა სიკვდილზე. როდესაც მან თავისი ბოლო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი ნახა, სადაც აშკარად ჩანდა, რომ გასუქდა, პრესლიმ თქვა: “ახლა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ კუბოში კარგი სანახავი ვიქნები”. როდესაც მისი მორიგი საყვარლის, ჯინჯერ ოლდენის დედა გარდაიცვალა, მიცვალებულთან მდგომმა პრესლიმ თქვა: “ძალიან მალე მე მის ადგილას აღმოვჩნდები”.

იგი დიდხანს და მხურვალედ ლოცულობდა. სიკვდილამდე ორი დღით ადრე მომღერალს დევიდ სტენლი ესტუმრა. ელვისი მას მოეხვია და აქვითინდა, ხოლო გამომშვიდობებისას ჩაილაპარაკა: “ყველაფერი კარგად იქნება, დევიდ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მეტად ვეღარასოდეს გიხილავ. შემდეგი ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ზეცაში მოხდება”.

მსოფლიო ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული და მის თაყვანისმცემლებში უამრავ კითხვას ბადებს.

სიცოცხლის ბოლო ღამეს ელვისმა “გეისლენდი” დაახლოებით 11 საათზე დატოვა, რათა კბილის ექიმთან წასულიყო.  შესაძლოა, სწორედ მან მისცა კოდეინი, რომელიც სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს ელვისის შიგნეულში.

1977 წლის 16 აგვისტოს გამთენიისას ელვისი თავის აპარტამენტებში ჯინჯერთან განმარტოვდა. გარკვეული დროის შემდეგ მან პირადი მცველი აფთიაქში გაგზავნა აბებისთვის, რომელიც ორნახევარჯერ აღემატებოდა თავისი ეფექტურობით სუფთა ჰეროინს. წამალზე რეცეპტი ექიმ ნიკოპულოსის გამოწერილი იყო.

9 საათსა და 30 წუთზე ჯინჯერმა გაიღვიძა და დაინახა, რომ ელვისი სააბაზანო ოთახისკენ გაემართა, სადაც კითხვისთვის მოსახერხებელი სავარძელი ედგა. “ძვირფასო, წავალ ცოტას წავიკითხავ”, – უთხრა მან. “კარგი, – უპასუხა ქალმა, – მხოლოდ არ ჩაგეძინოს”. მან გაუღიმა: “შეგიძლია მშვიდად იყო”.

ჯინჯერი იხსენებს, რომ 14 საათსა და 30 წუთზე მან საბოლოოდ გამოიღვიძა და ელვისის მოსაძებნად გაეშურა. იგი სააბაზანო ოთახში იატაკზე მოკრუნჩხული იწვა.

ელვისის დაცვა შემდგომში იხსენებდა, რომ იმის მაგივრად, წამლები ჩვეული განრიგით მიეღო, ელვისმა უზარმაზარი დოზა ერთად დალია და კოდეინის დიდი დოზაც დაამატა. ასეთ დატვირთვას კი ვერავინ გაუძლებდა.

ვარსკვლავის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, მისმა ბიოგრაფმა ალბერტ გოლდმანმა გამოუშვა წიგნი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ როკ-მუსიკოსმა ზედმეტი ტრანკვილიზატორი მიიღო და გაუფრთხილებლობის გამო გარდაიცვალა.

ტოქსიკოლოგებმა მუსიკოსის დაღუპვის შემდეგ, მისი სხეული შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 22 სახის წამალი მიიღო, მათ შორის, ელავილი, ავენტილი, მორფი, კოდეინი, ვალიუმი, ნემბუტალი, დიაზეპანი, ამობარბიტალი, პენტობარბიტალი, პლასიდილი. ამით გოლდმანს მიუთითეს, რომ მომღერალმა მომღერალმა თავი მოიკლა.

ელვისის გარდაცვალების და მისი გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული დასკვნა სამგვერდიანია. არსებობს მხოლოდ მისი ასლი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ადგილი გადახაზულია, ანუ ის, რაც ექიმებმა როკ ენ როლის ვარსკვლავის სხეულის გაკვეთისას აღმოაჩინეს, ისევ საიდუმლოდ რჩება.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მასზე:

- 11 წლის ასაკში პრესლის გიტარა უყიდეს, მიუხედავად იმისა,რომ მას ველოსიპედი სურდა. თუმცა მშობლებს ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩნდათ.

- გამოკვლევის მიხედვით “Elvis” არის ყველაზე პოპულარული პაროლი.

-  1665-ში მას სურდა ეკლესიაში ბერად წასვლა.

 - მას სძულდა თევზეულობა.

 -  მას უყვარდა გერმანული სიგარეტის მოწევა.

-  მისი საყვარელი მსახიობი ტონი კარტისი იყო.

- პრესლი ოდნავ ენა-ბლუ იყო.

- მის 15 სიმღერას “blue” ეწოდება.

 - ჯგუფ “Memphis Mafia “-ს წევრებმა მას “გიჟი” უწოდეს.

- მის ძაღლს “ბიუტი” ერქვა.

- პრესლის სჯეროდა რომ იგი 40 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა.

 - პრესლის ბოლო სიტყვები იყო: “OK, I won’t,”

- პრესლის თმა შეღებილი ჰქონდა. იგი რეალურად ქერა იყო.

- პრესლიმ 600-ზე მეტი სიმღერა ჩაწერა, მაგრამ არცერთი მათგანი არ დაუწერია.

- პრელის დაბადების სახელი აარონია.