„10 წუთი ვიდექი და ვტიროდი...“ - რას წერს ბათუმში მძიმე ავარიას შემსწრე ადგილობრივი
1784975563
დასავლეთ ირლანდიაში, გოლვეის საგრაფოში გათხრების დროს 99 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. გათხრები ქალაქ ტუამში, ყოფილი კათოლიკურ დედათა და ბავშვთა ბავშვთა სახლის ადგილას მიმდინარეობს. გათხრების დეპარტამენტმა შედეგები გამოაცხადა. სპეციალისტებმა დამცავი კარვების ქვეშ ორი ადგილი შეისწავლეს.
„პირველი კარვის ქვეშ 77 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს. მეორე კარვის ქვეშ კუბოებში მოთავსებული 22 ჩვილის ნეშტი აღმოაჩინეს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
გათხრები 2025 წლის ივლისში დაიწყო და დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ნეშტი ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული გზის ქვეშ იყო განთავსებული. დაკრძალვის ადგილის მითითების არანაირი ზედაპირული ნიშანი არ არსებობდა.
ბავშვთა სახლი 1925 წლიდან 1961 წლამდე ფუნქციონირებდა. 2014 წელს, ადგილობრივმა ისტორიკოსმა, კეტრინ კორლესმა, განაცხადა, რომ ამ პერიოდში იქ 796 ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. მისი თქმით, ისინი დაწესებულების კანალიზაციის სისტემაში ჩაყარეს. სპეციალურმა კომისიამ ამ ინფორმაციის გამოძიება დაიწყო. 2017 წელს ექსპერტებმა ბავშვების ნეშტი აღმოაჩინეს მიწისქვეშა ცისტერნებში, ყოფილი ბავშვთა სახლის მახლობლად მდებარე ბაღის ქვეშ.ასეთ დაწესებულებებში გაუთხოვარი ორსული ქალები იგზავნებოდნენ. დაბადების შემდეგ, ბავშვებს დედებს ართმევდნენ და გაშვილებაზე ზრუნავდნენ. ბევრი ჩვილი იღუპებოდა არასრულფასოვანი კვების, წითელას და ტუბერკულოზის გამო. 2021 წელს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა სახელმწიფო ბოდიში მოუხადა ყოფილ ბინადრებსა და მათ დედებს. ხელისუფლებამ დაადგინა, რომ გამოკვლეულ 18 ბავშვთა სახლში დაახლოებით 9 000 ბავშვი გარდაიცვალა.