„მისი სული უკვე 50-60 წელია აქაა ჩაკეტილი...“ - ანზორ ოდიშარიამ „საქმე გახსნა“
1773518120
ირანში საპროტესტო აქციების მონაწილე კიდევ ორი მამაკაცი დასაჯეს სიკვდილით. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცები გასამხედროებული მოხალისის მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულები, რომელიც აქციების დარბევაში მონაწილეობდა. სასამართლო პროცესები სწრაფ რეჟიმში და დახურული წესით ჩატარდა.
სასამართლო პროცესებზე პირებს არ ეძლევათ ადვოკატების არჩევის და საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენის უფლება.
ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დახურულ სასამართლო პროცესებზე სიკვდილით დასჯა კიდევ მინიმუმ 14 ადამიანს მიესაჯა.