თბილისში ახალგაზრდა მომღერალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
1704012350
ირანელმა ქალმა მოჭადრაკემ, სარა ხადემმა პროტესტის ნიშნად ყაზახეთის ქალაქ ალმათში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე იასპარეზა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სპორტული მედიების ცნობით, ირანში ანტი-სამთავრობო პროტესტის დაწყების შემდეგ, არაერთმა ირანელმა ქალმა სპორტსმენმა იასპარეზა სხვადასხვა ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე.
ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა.