ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანი

ირანის ჩრდილო დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა ნაგებობა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.