ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ირანში მომხდარი აფეთქების უკან, რომელსაც, სულ მცირე, 103 ადამიანი ემსხვერპლა, „ისლამური სახელმწიფო“ შეიძლება იდგეს.
"[მომხდარი] ტერორისტულ თავდასხმას ჰგავს. ისეთი რამ, რასაც [ტერორისტული დაჯგუფება] „ისლამური სახელმწიფო“ წარსულში აკეთებდა. ეს არის ჩვენი ვარაუდი ამ მომენტისთვის", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
ირანის ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 141 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.