ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
კვლავ უკონტროლო და უკიდურესად რთულია ვითარება ირანში - მოქალაქეებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებების მიუხედავად, მასობრივი გამოსვლები არ წყდება.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს და ლეტალურ ტყვიებს იყენებენ. მედია, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ მოკლულების რაოდენობა, შესაძლოა, 12 ათასს აჭარბებდეს. აქციებისას დაკავებულია 18 000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები. გამოტანილია სასიკვდილო განაჩენებიც, რომელთა აღსრულებაც, საერთაშორისო მედიის ცნობით, რამდენიმე საათში დაიწყება.
დაშავებულების რაოდენობის გამო, კოლაფსის ზღვარზეა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, ვრცელდება ინფორმაცია ძალოვნების მიერ კლინიკებში დაშავებულების ჩაცხრილვის შესახებაც. ქვეყნის პროზექტურები ცხედრებს ვეღარ იტევს.