ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
ირანში ბავშვი 3 პენისით დაიბადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ექიმებმა ბავშვი ასეთ მდგომარეობაში პირველად სამი თვის ასაკში ნახეს. ამის შემდეგ, მას სპეციალური ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შედეგად, მას ორი ზედმეტი პენისი ქირურგიული ჩარევით მოაცილეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
მეცნიერების თქმით, „ზედმეტი" პენისით დაბადება, ძალიან იშვიათი თანდაყოლილი მოვლენაა, რომელიც რამდენიმე მილიონში ერთხელ ხდება. თუმცა, სხვა საკითხია, როდესაც ბავშვი ორი ზედმეტი პენისით იბადება.
კონკრეტულ შემთხვევაში სამივე პენისი ერექციის ფუნქციასთან დაკავშირებული იყო, თუმცა, კავშირი არ იყო ურეთრასთან — შარდსადენ სტრუქტურასთან. ამან "დამატებითი" ორგანოების მოცილების პროცესი გაამარტივა.