როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1784179990
ირანის არმიაში აცხადებენ, რომ იორდანიაში, ალ-აზრაქის ავიაბაზაზე აშშ-ის სამხედრო საკომუნიკაციო სისტემებსა და საწვავის საცავებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რვა ირანული რაკეტა გაანადგურეს.
ამასთან, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ქუვეითში, ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე ამერიკელი სამხედროების შეკრების ადგილი და ადრეული გაფრთხილების სარადარო სისტემა გახდა სამიზნე.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ირანზე ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იერიშების ორი ტალღა განახორციელეს.