ირანში, აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ირანი

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციები გრძელდება.

20 სექტემბერს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც, პოლიციის ერთ-ერთი თანაშემწე გარდაიცვალა. ინციდენტის დროს კიდევ 4 პოლიციელი დაშავდა", -  ინფორმაციას reuters ავრცელებს.

ირანის მოსახლეობა მორალის პოლიციის მიერ 22 წლის მაჰსა ამინის ცემისა და შემდგომში მისი გარდაცვალების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანში არსებული ქურთების უფლებადამცველთა ორგანიზაცია ავრცელებს.

ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ცნობით, ორი დემონსტრანტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს საკეზში, ამინის მშობლიურ ქალაქში ცეცხლი გაუხსნეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები კიდევ ორ აქტივისტს ქალაქ დივანდარეში გაუსწორდნენ. ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის მტკიცებით, პოლიციამ ათობით მომიტინგე დააკავა, ასევე დაშავდა 15 ადამიანი.