ირანში, ადგილობრივი დროით 21:00-დან 06:00 საათამდე ყველა ფრენა გაუქმდა

თვითმფრინავი

ირანში ადგილობრივი დროით, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ფრენები უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ფრენების გაუქმება ქვეყნის ყველა აეროპორტს შეეხება. ირანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ მათზე განხორციელებულ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებენ.

როდის იქნება საპასუხო თავდასხმა, ამის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.