ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების ფონზე ნავთობი ისევ გაძვირდა

Politico: ჩეხეთი რუსული ნავთობის შეძენით სარგებელს ნახულობს

ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების ფონზე, ნავთობის ფასები ბარელზე 3 დოლარზე მეტით გაიზარდა.

Reuters-ის ცნობით, ​Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 3,20 დოლარით, ანუ 3,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 96,24 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI-ის ფასი კი 2,87 დოლარით, ანუ 3,17%-ით გაიზარდა და ბარელზე 93,41 დოლარი გახდა.

კვირას ისრაელმა ბეირუთის სამხრეთით „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით დარტყმები მოჰყვა. შემდეგ კი ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა.