ირანმა თეირანში იერიშების შედეგად 57 დაღუპულის შესახებ განაცხადა

ირანი

 ირანი ისრაელის მხრიდან, 60 იერიშის შესახებ იუწყება, რომელთა შედეგადაც 57 ადამიანი დაიღუპა.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათი სამიზნეები ირანის დედაქალაქში, თეირანში მდებარე ობიექტებია. ისრაელი აცხადებს, რომ აიათოლა ალი ჰამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ოპერაციის სტრატეგია არ შეცვლილა და იერიშები ირანელი ჩინოსნებისა და სარაკეტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გრძელდება.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. თეირანში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.