ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს. ტექსტის თანახმად, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა, ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა განიხილეს.
"პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, მაგრამ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ესაუბრა ირანზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის ძალიან კარგად იცნობს. ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ. ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ეს ომი ისრაელ-ირანს შორის უნდა დასრულდეს. მე ავუხსენი, რომ მისი ომიც უნდა დასრულდეს", – აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაშიც გავრცელდა.