ირანმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების მორიგი ტალღა გაუშვა

ბალისტიკური რაკეტა

რანის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას ისრაელის მიმართულებით კიდევ ერთი შეტევა დაიწყეს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების მორიგი გაშვება დაფიქსირდა. ისრაელის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები მათ  ჩამოგდებას ცდილობს.

ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ და ზურგის სარდლობის მითითებების შესრულებისკენ მოუწოდებს.