BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა - გონიოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ავარია

გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 2.

„აჭარის ტელევიზია“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, დაღუპულების ცხედრები კი პროზექტურაშია გადასვენებული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო-სამაშველოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები