ირანის ვიცე-პრეზიდენტი: შარიფის უნივერსიტეტზე თავდასხმა ტრამპის სიგიჟისა და უმეცრების სიმბოლოა

ირანის ვიცე-პრეზიდენტი

ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად რეზა არეფი აშშ-ის დარტყმას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც დღეს თეირანში შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა დაზიანდა. ის ქვეყნის წამყვან საინჟინრო სასწავლებლად ითვლება.

აშშ-ს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია, დგას თუ არა ის ამ დარტყმის უკან.

„შარიფის უნივერსიტეტზე თავდასხმა ბუნკერების გამანადგურებელი ბომბების გამოყენებით ტრამპის სიგიჟისა და უმეცრების სიმბოლოა. მას არ ესმის, რომ ირანის ცოდნა არ იმყოფება ბეტონში, რომლის განადგურებაც ბომბებითაა შესაძლებელი; ნამდვილი ბუნკერი ჩვენი პროფესორებისა და ელიტის ნებაა“, - განაცხადა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამჟამად არ არის დადასტურებული, იქნა თუ არა გამოყენებული ე.წ. „ბუნკერების გამანადგურებელი ბომბები“, როგორც ამას არეფი ამტკიცებს.