პენიტენციური სამსახური სააღდგომო ამანათში დასაშვები საკვები პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს
1775491307
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და იმსჯელა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე. დეპუტატმა თქვა, რომ, ერთი მხრივ, ტრამპმა უარი თქვა „ნატო“-ზე, ხოლო, მეორე მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტს სურს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა რუსეთთან ერთად. მაჭარაშვილმა დასვა კითხვა, ამის ფონზე, რომელ ორგანიზაციაში გვსურს გაწევრიანება. იგივე შეკითხვა დასვა უკრაინის მისამართითაც. მან განაცხადა ისიც, რომ „ნატო“-ს ქვეყნები ერთმანეთსაც კი არ იცავენ, მიუხედავად მე-5 მუხლის არსებობისა.
„ნატო“ საკუთარ წევრებს ვერ იცავს. არამცთუ ვერ იცავს, არამედ წევრ ქვეყნებს ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ. ამერიკისთვის არ გააკეთეს არაფერი „ნატო“-ს ქვეყნებმა, რასაც თავად ამერიკის პრეზიდენტი ამბობს და საქართველოსთვის გააკეთებენ რამეს?“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ ყველაფრის ფონზე რთულია ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი და რომ „ხალხის ძალა“ 2022 წლიდან საუბრობდა ამ საფრთხეებზე და აწვდიდა მოსახლეობას ინფორმაციას.
„ამ რთულ მდგომარეობაში, რომელიც დღეს მსოფლიოსა და განსაკუთრებით რეგიონშია, ცოტა რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ შეკითხვას, თუ რა ბედი ელის ევროპას უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ნატო“-დან გამოვა და ორგანიზაცია აღარ იქნება ევროპის დამცველი, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან ერთად შექმნის ევროპის უსაფრთხოების ახალ სისტემას.
ამ ყველაფრის ფონზე რომელ გაერთიანებაში ვაპირებთ ჩვენ შესვლას? ან ვინ გვიღებს, ან სადღა შევალთ, მაგრამ, ზოგადად, ვინც აპირებდა შესვლას, თუნდაც უკრაინა - სად უნდა მას გაწევრიანება? ვკითხოთ უკრაინის ხელისუფლებას, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, „ნატო-ზე“ უარის ართქმა გახდა მიზეზი რუსეთის მათ ქვეყანაში შეჭრისთვის, რომელ ორგანიზაციაში უნდათ გაწევრიანება? ეს ხომ ლოგიკური შეკითხვაა?! ამერიკა, ფაქტია, აპირებს „ნატო“-დან გამოსვლას და საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან ერთად აპირებს უსაფრთხოების სისტემის შექმნას. საკმაოდ რთულია, თქვა ის, თუ რა გზით წავა ევროპა უსაფრთხოების კუთხით, რადგან მაშინ რუსეთი უნდა მიიღონ ნატოში.
აი, ასეთი მოცემულობა დადგა დღეს და საკმაოდ რთულია, რომ ევროპამ შექმნილ მდგომარეობას თავი დააღწიოს, ამიტომაც ვამბობ, რომ ბუნებრივად მომავალი არ აქვს არც „ნატო“-ს, რომელსაც თავად ტრამპმა დაუსვა წერტილი და არც ევროკავშირს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირში არიან „ნატო“-ს წევრი ქვეყნები და თუ უსაფრთხოების საკითხი დადგა, ეს ბუნებრივად ხდება პრობლემა ევროპული ქვეყნების ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც გამოწვევებითაა სავსე. უკვე მერამდენედ დადასტურდა ჩვენი, „ხალხის ძალის“ სწორი პოლიტიკა, როცა 2022 წელს დავიწყეთ საუბარი სიმართლეზე, რასაც დოზირებულად ვაწვდიდით ხალხს. მაშინ საოცარი მიუღებლობა იყო და გვამუნათებდნენ, როგორ ვთქვით ევროკავშირთან დაკავშირებით კრიტიკული სიტყვა, როგორ შეგვეპარა ეჭვი, რომ ევროკავშირი დაგვიცავდა და ეკონომიკურ ქოლგას გადმოგვაფარებდა. „ნატო“-ზე საერთოდ არსებობდა რწმენა, რომ ის დაიცავს ყველასა და ყველაფერს, მათ შორის საქართველოს. ეს კი მაშინ, როცა „ნატო“ საკუთარ წევრებს ვერ იცავს. არამც თუ ვერ იცავს, არამედ წევრ ქვეყნებს ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ. დაირღვა ყველაზე მთავარი, „ნატო“-ს მეხუთე მუხლი. ამერიკისთვის არ გააკეთეს არაფერი „ნატო“-ს ქვეყნებმა, რასაც თავად ამერიკის პრეზიდენტი ამბობს და საქართველოსთვის გააკეთებს რამეს? ძალიან მარტივი, ლოგიკური კითხვაა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.