ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის ისრაელის მადლიერია.
„ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს. მხოლოდ დიდი პატივისცემა შემიძლია, გამოვხატო იმის მიმართ, რომ ამის გასაკეთებლად ისრაელის არმიას, ისრაელის ხელმძღვანელობას ჰქონდა გამბედაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ თვეების და წლების განმავლობაში დავაკვირდებოდით ამ რეჟიმის ტერორს, შესაძლოა, ხელში ბირთვული იარაღითაც კი“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ირანი თუ მზად იქნება მოლაპარაკებისთვის ბირთვულ პროგრამაზე, „შემდგომი სამხედრო ჩარევები საჭირო არ იქნება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის სრული განადგურება დღის წესრიგში დადგება“.