ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპერაცია „ეპიკურ რისხვას“ „ეპიკურ შეცდომას“ უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აბას არაღჩი წერს, რომ შეერთებული შტატები ირანული ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ შეთქმულებას ინფლაციური შოკის შეკავების მიზნით გეგმავს და იქვე დასძენს, რომ საპასუხოდ თეირანს ბევრი სიურპრიზი აქვს მომზადებული.
„ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ დაწყებიდან ცხრა დღეში ნავთობის ფასები გაორმაგდა, ხოლო ყველა სხვა საქონლის ფასი მკვეთრად იზრდება. ჩვენ ვიცით, რომ აშშ გეგმავს შეთქმულებას ჩვენი ნავთობისა და ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ იმ იმედით, რომ შეაკავებს უზარმაზარ ინფლაციურ შოკს. ირანი სრულად მზად არის და ჩვენც ბევრი სიურპრიზი გვაქვს მომზადებული“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
9 days into Operation Epic Mistake, oil prices have doubled while all commodities are skyrocketing. We know the U.S. is plotting against our oil and nuclear sites in hopes of containing huge inflationary shock. Iran is fully prepared.
— Seyed Abbas Araghchi (@araghchi) March 9, 2026
And we, too, have many surprises in store. pic.twitter.com/UNQu0fVZE2