ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სახმელეთო ძალებმა და აზერბაიჯანის არმიამ ოთხდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სახმელეთო ძალებმა და აზერბაიჯანის არმიამ ოთხდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ირანის „რევოლუციის გუშაგთა“ კორპუსის სახმელეთო ძალებმა და აზერბაიჯანის არმიამ ოთხდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

ირანული მედიის ინფორმაციით, სამხედრო სწავლება ირანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მიმდინარეობს. არდებილის პროვინციაში, ასლან დუზის სასაზღვრო რაიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სახმელეთო ძალების სპეცრაზმი და აზერბაიჯანის არმიის სპეცრაზმი მონაწილეობენ.

წვრთნები მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას და ორმხრივ თანამშრომლობას უკანონო ორგანიზებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში. წვრთნები ასევე მიზნად ისახავს საზღვრების უსაფრთხოების ერთობლივ დაცვას, სამხედრო შესაძლებლობების ხელშეწყობასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე.