„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ამჟამინდელი ფორმით თუ დამტკიცდება, მისი პარტია პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ მარინ ლე პენმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, ლე პენმა თქვა: „ვნახოთ, იქნება თუ არა გათვალისწინებული მისი გზავნილი ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად“.
საფრანგეთის მთავრობის ბიუჯეტის პროექტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ითვალისწინებს.