რუსეთმა უკრაინა 150 რაკეტით, ავიაბომბითა და დრონით დაბომბა - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 24 – 25 ნოემბერს უკრაინა 150 რაკეტით, ავიაბომბითა და დრონით დაბომბა.

მისი თქმით, რუსეთმა დაბომბა ოდესა, ხარკოვი და ზაპოროჟიე, სადაც ერთი ბავშვი დაშავდა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ახლაც იგერიებს რუსების საჰაერო შეტევას.

ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა დღეს დილით გაავრცელა განცხადება, რომ რუსების დაბომბვას ზაპოროჟიეში ათეულობით საცხოვრებელი სახლისა და სამრეწველო ზონის განადგურება მოჰყვა.