დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
1774688916
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლის, ებრაჰიმ ზოლფაღარის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დუბაიში ორი ადგილი დაბომბა, სადაც ამერიკელი სამხედროები იმალებოდნენ.
„ირანულმა ძალებმა დუბაიში რაკეტებითა და დრონებით დაარტყეს ორ ადგილს, სადაც 500-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმალებოდა. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს“, - აღნიშნა ზოლფაღარიმ.
მისი განცხადებით, ირანულ მხარეს მანამდე არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზები მიატოვეს და თავს სხვა ადგილებს აფარებდნენ.