დღეს ღვთისმშობლის დაუჯდომლის შაბათია - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
1774688916
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ის მეშვეობით სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიმართა და გააფრთხილა, ნუ მისცემენ უფლებას აშშ-ს მათი ტერიტორია ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმებისთვის გამოიყენონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც პეზეშკიანი წერს, ირანი იძულებული იქნება ასეთ ქვეყნებს სამხედრო ძალით უპასუხოს.
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ ირანი პრევენციულ დარტყმებს არ ახორციელებს, მაგრამ მტკიცედ ვუპასუხებთ, თუ სამიზნე გახდება ჩვენი ინფრასტრუქტურა ან ეკონომიკური ცენტრები. მივმართავ რეგიონის ქვეყნებს: „თუ გინდათ განვითარება და უსაფრთხოება, არ მისცეთ უფლება მტერს აწარმოოს ომი თქვენი ტერიტორიებიდან“, - დაწერა პეზეშკიანმა.