1772916489
ირანის ქმედებების გაძლიერებაზე პასუხისმგებელი აშშ იქნება - აბას არაღჩი
ირანის ქმედებების გაძლიერებაზე პასუხისმგებელი აშშ იქნება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„სწორედ ამისთვის არის ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები დიდი ხანია, მზად. ირანის თავდაცვის გაძლიერების პასუხისმგებლობა პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციას ეკისრება“, – განაცხადა არაღჩიმ.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ირანის „ღიაობა დეესკალაციის მიმართ“, იმ პირობით, რომ მისი მეზობლის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის, „თითქმის მაშინვე განადგურდა“ ტრამპის მიერ ირანის შესაძლებლობებისა და განზრახვის „არასწორი ინტერპრეტაციით“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის პრეზიდენტის განცხადება მეზობელი ქვეყნების წინაშე „დანებებად“ შეაფასა და გააფრთხილა, რომ აშშ ირანს „ძალიან ძლიერ“ დარტყმას მიაყენებს.











