აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, პასუხს გავცემთ - ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი

ჩვენ აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ, – ამის შესახებ ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი აცხადებს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მანამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქოსგან ისრაელის ჯარების აზერბაიჯანიდან გაყვანა მოითხოვეს.