ირანის პრეზიდენტმა უზენაეს ლიდერს გადადგომის შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა - Iran International

მასუდ პეზეშკიანი

Iran International-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის ოფისს გადადგომის შესახებ წერილი გაუგზავნა.

ანონიმური ოფიციალური პირის თქმით, წერილში ხაზგასმულია, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, ფაქტობრივად, ქვეყნის მართვის დიდი ნაწილი საკუთარ ხელში აიღო.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩამოშორებული არიან.

მედიის ცნობით, წერილში ხაზგასმულია, რომ ფეზეშქიანს არ შეუძლია მთავრობის მართვა ან თავისი მოვალეობების შესრულება ამ ვითარებაში და შესაბამისად, გადადგომა მოითხოვა.

წყაროს ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტსა და „გუშაგთა კორპუსს“ შორის დავა, ძირითადად, აშშ-ირანის ომსა და მის დამანგრეველ შედეგებს შეეხებოდა.