1750532608
ირანის პრეზიდენტმა დამირეკა, ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს არ უნდა მოიპოვოს - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი X-ზე წერს:
,,ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა დამირეკა.
გავიმეორე ჩემი მტკიცე მოთხოვნა: სესილ კოლერი და ჟაკ პარიზი უნდა გათავისუფლდნენ. მათი არაჰუმანური დაკავება უსამართლოა. მოველი, რომ ისინი საფრანგეთში დაბრუნდებიან.
ასევე გამოვხატე ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. კვლავაც აქ ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს არ უნდა მოიპოვოს და ირანს ეკისრება სრული გარანტიების წარდგენა, რომ მათი ზრახვები მშვიდობიანია.
დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ომი დასრულებისა და კიდევ უფრო დიდი საფრთხეების თავიდან არიდების გზა.
ამის მისაღწევად ირანთან საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების მოლაპარაკებებს დავაჩქარებთ“, - წერს მაკრონი.