„ეს დღეც დაგვიდგა მეგობრებო...“ - ნინიკო მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750535920
საუკუნეზე მეტია, რაც ოჯახები და ფსიქოლოგები ინტერესდებიან კითხვით: მოქმედებს თუ არა დაბადების რიგი ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე? თუმცა, პასუხი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მასალას BBC-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა მეცნიერებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში უკვე 100 წელზე მეტია, კითხვაზე - მოქმედებს თუ არა დაბადების რიგი პიროვნებაზე – პასუხი დღესაც დაუსრულებელ დებატად რჩება.
ისტორიულად, ამ თემაზე ჩატარებულმა კვლევებმა წინააღმდეგობრივი შედეგები აჩვენა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ: ამ ყველაფრის ზუსტად გაზომვა რთულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის ჰიუსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი როდიკა დამიანი განმარტავს, რომ წარსულში ჩატარებული კვლევები ხშირად მცირე რაოდენობის მონაწილეებს მოიცავდა. ამას ემატება ისიც, რომ პიროვნების კვლევისას, ხშირად გამოიყენება თვითშეფასებაზე დაფუძნებული ტესტები, რაც შედეგებზე მიკერძოებას იწვევს.
უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ არსებობს ბევრი დამაბნეველი ფაქტორი, რაც ართულებს იმის დადგენას, მოქმედებს თუ არა დაბადების რიგი, ერთნაირად ყველა ადამიანზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლადი შეიძლება იყოს ოჯახში შვილების საერთო რაოდენობა: მაგალითად, მოსალოდნელია, რომ ორი შვილის ოჯახში ურთიერთობების დინამიკა სრულიად განსხვავებული იყოს შვიდშვილიან ოჯახთან შედარებით. განსხვავებული ზომის ოჯახებში, იყო უფროსი ან უმცროსი შვილი, შეიძლება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ გამოცდილებას ნიშნავდეს და პირდაპირ შედარება რთულია.
ოჯახის ზომა და იმ კონკრეტულ ოჯახში ბავშვის გამოცდილება, ხშირად გადაჯაჭვულია სხვა ფაქტორებთანაც – მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური სტატუსითაც (მაგალითად, უფრო შეძლებული ოჯახები, როგორც წესი, ნაკლებ შვილს ზრდიან). ამას ემატება ბავშვის სქესი და ასაკი, რაც ასევე ზემოქმედებს მის ოჯახურ როლზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მკვლევრებს ჯერ არ მიუღიათ ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ დაბადების რიგს ჰქონდეს რაიმე თანმიმდევრული და უნივერსალური გავლენა პიროვნებაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაბადების რიგს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა – ის შეიძლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს კონკრეტულ ოჯახებში ან კულტურებში.
მაგალითად, ყველა უფროსი ქალიშვილი არ იქნება პასუხისმგებლიანი და მზრუნველი, თუმცა ზოგისთვის "უფროსი ქალიშვილის სინდრომი" ნამდვილად შეიძლება ასახავდეს სიმართლეს, რადგან მათ მართლა მოუხდათ პატარა და-ძმებზე ზრუნვა და სწორედ ამ გამოცდილებამ იქონია გავლენა მათ პიროვნებაზეც.
დადგინდა, რომ დაბადების რიგს არ აქვს ხანგრძლივი გავლენა პიროვნების ფართო თვისებებზე, ამის საფუძველი, სამი მასშტაბური გამოკითხვის მონაცემებია, რომელიც დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში ჩატარდა. თითოეულ მათგანში ათასობით ადამიანის ინფორმაცია იყო თავმოყრილი. თუმცა, ამავე კვლევამ დაადასტურა დაბადების რიგის გავლენა ერთ კონკრეტულ პიროვნულ მახასიათებელზე: ინტელექტზე.