ირანის პრეზიდენტის თქმით, „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი წინააღმდეგობას გააძლიერებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, „ჰეზბოლას“ ახლად არჩეული ლიდერი ნაიმ ქასემი, რომელიც ისრაელის მიერ ლიკვიდირებული ჰასან ნასრალას შემცვლელად დაინიშნა, მტრების მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს.

მისივე თქმით, ლიბანის სუვერენიტეტის დაცვას და პალესტინელი ერის მხარდაჭერას ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

„მჯერა, რომ „ჰეზბოლას“ სათავეში ისეთი ნათელი ფიგურის მოსვლა, როგორიც თქვენი აღმატებულებაა, გააძლიერებს მისწრაფებას წინააღმდეგობის ველზე“, - მიმართა მან „ჰეზბოლას“ ახალ ლიდერს.

ცნობისთვის, ქასემი მანამდე „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე იყო და ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ, ლიბანური დაჯგუფების ლიდერის მოვალეობებს ასრულებდა.