ირანის დროებითი მმართველი საბჭო განცხადებას აქვეყნებს
1772873164
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, გასულ ღამეს მათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში ამერიკული სამხედრო ბაზები და ნაგებობები ახალი თაობის რაკეტებითა და დრონებით დაბომბეს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-დაფრას ბაზას შეუტია. შეტევის შედეგად განადგურებულია ადრეული შეტყობინების სარადარო სისტემა, MQ-9 ტიპის დრონების ანგარი და U-2 ტიპის თვითმფრინავებთან დაკავშირებული ობიექტები.
გარდა ამისა, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მათ ქუვეითში მდებარე ალ-სალემის ავიაბაზაზეც მიიტანეს იერიში. ფრთოსანმა და ბალისტიკურმა რაკეტებმა გაანადგურეს ბაზის სარადარო სისტემა, საწვავის შემნახველი ავზები და ორი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.