ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
1772358774
კვირას, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ყოფილმა მეთაურმა მეთაურმა და ირანელმა ოფიციალურმა პირმა, მოშენ რეზაიმ განაცხადა, რომ არცერთ ამერიკულ სამხედრო გემს სპარსეთის ყურეში შესვლის უფლებას არ მისცემენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რეზაის განცხადება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ფარსმა" Telegram-ზე გაავრცელა.
შაბათს, ირანზე თავდასხმის მოლოდინში, აშშ-ის საზღვაო ძალებს, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, რეგიონში გემების "არმადა" ჰყავდა მობილიზებული. დარტყმებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ ამერიკული გემებიდან, სულ მცირე, რამდენიმე მათგანი სპარსეთის ყურეში იმყოფებოდა, ზოგი კი - არაბეთის ზღვაში. კვირა დღის მონაცემებით, რეგიონში ამერიკული გემების ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ირანზე ავიადარტყმების დაწყების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდა, თუ როგორ ისროდნენ აშშ-ის სამხედრო ხომალდები "ტომაჰვკის" ტიპის რაკეტებს ირანზე დარტყმების ფარგლებში, ასევე, როგორ აფრინდნენ მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავები ავიამზიდიდან.