5400 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1790590566
ირანის ბოლოდროინდელი თავდასხმის შედეგად აშშ-ის საზღვაო ქვეითები დაშავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
წყაროების ცნობით, აქამდე დაუდასტურებელი თავდასხმა 14 სექტემბერს მოხდა, როდესაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის სამხედრო ძალების გემს დაარტყა. აშშ-ის სამი ოფიციალური პირის განცხადებით, ორი კვირის წინ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის რვა წევრი დაშავდა მას შემდეგ, რაც ირანულმა ფრთოსანმა რაკეტამ ჰორმუზის სრუტეში იმ ხომალდს დაარტყა, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ.
ოფიციალური პირების თქმით, საზღვაო ქვეითებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა მათ კვამლით მოწამვლა და, სავარაუდოდ, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდათ.