ირანი საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრია და ეს ცენტრი უნდა დაიხუროს - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ირანი საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრია, რომელიც უნდა დაიხუროს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ირანი საერთაშორისო ტერორიზმის ცენტრია და ეს ცენტრი უნდა დაიხუროს, ამერიკელები და ისრაელელები კი ამას საკუთარი გზით აკეთებენ. რაც უფრო მალე დასრულდება მოლების რეჟიმი, მით უფრო მალე დასრულდება ომი.

სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა სრულად რეჟიმზე და ე.წ. რევოლუციურ გუშაგთა კორპუსზეა დამოკიდებული. ვიდრე ეს ასე არ მოხდება, ვვარაუდობ, რომ ისრაელი და ამერიკა გააგრძელებენ ამ რეჟიმისგან დაცვას, რადგან ამ რეჟიმის მიერ შექმნილი საფრთხე ქვეყნისა და რეგიონის ფარგლებს სცილდება“, – აღნიშნა მერცმა.