ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გარდა ამისა, აშშ გაანადგურებს ისეთ სამიზნეებსაც, რომელთა განადგურებაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის ხელახლა, როგორც ერის აღდგენას.
„ირანი რამეს თუ გააკეთებს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადს შეაჩერებს, ამერიკის შეერთებული შტატები მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე. გარდა ამისა, ჩვენ გავანადგურებთ ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ირანის ხელახლა, როგორც ერის აღდგენას – სიკვდილი, ცეცხლი და რისხვა მათზე დაისადგურებს – მაგრამ იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ ეს არ მოხდება! ეს არის საჩუქარი ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩინეთისთვის და ყველა იმ ერისთვის, რომელიც აქტიურად იყენებს ჰორმუზის სრუტეს. იმედია, ეს არის ჟესტი, რომელიც სათანადოდ დაფასდება“, – წერს დონალდ ტრამპი.