ირანი და სომხეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

ირანი და სომხეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

ირანი და სომხეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სამხედრო სწავლებაში ჩართული არიან სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები.

სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი წვრთნების ნაწილს სომხეთის ტერიტორიაზე ატარებს, ხოლო ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი – ირანის ტერიტორიაზე.

წვრთნები მოიცავს ოპერაციებს იმიტირებული ტერორისტული ჯგუფების თავდასხმების გასანეიტრალებლად სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. სამხედრო სწავლება 9-10 აპრილს ტარდება.