„ცუდია დიდ შაბათს სახლიდან რამეს გაცემა...“ - ცრურწმენები და სახალხო ტრადიციები
1744996659
ირანმა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ოფიციალური პროტესტი გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარის გამო, რომ განახორციელებს სამხედრო დარტყმებს ირანის წინააღმდეგ.
გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა და ელჩმა, ამირ საიდ ირავანმა წერილით მიმართა უსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტს, კრისტინა მარკუს ლასენსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომ შეერთებული შტატები სრულად იქნება პასუხისმგებელი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული ქმედების მძიმე შედეგებზე.
„უსაფრთხოების საბჭო და საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეიძლება, გაჩუმდეს ასეთი ომის მოსურნე პროვოკაციების წინაშე. უმოქმედობა იწვევს კატასტროფულ შედეგებს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია ირანელი დიპლომატის განცხადებაში.