იორდანიაში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

იორდანიაში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

იორდანიაში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 66 დაშავდა, ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

იორდანიის დედაქალაქ ამანში, მოხუცთა კერძო თავშესაფარში, სადაც 111 ადამიანი ცხოვრობდა, ხანძარი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საავადმყოფოებში 66 დაშავებული მოათავსეს, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები და დამწვრობები აღენიშნებოდათ, მათგან 11 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თავშესაფრის ყველა მაცხოვრებელი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.