ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრები კატარიდან ჩამოიყვანს კატას, რომელიც მათი თილისმა გახდა

კატა

ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრები კატარიდან სამშობლოში ჩამოიყვანს კატა დეივს, რომელსაც მოთამაშეები მსოფლიო ჩემპიონატზე დაუმეგობრდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, დეივი ფეხბურთელებს ქალაქ ვაკრაში, მათ სავარჯიშო ბაზაზე შეუერთდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მათ არაოფიციალურ თილისმად იქცა. სანამ ნაკრები კატარში იყო, მოთამაშეები მის კვებაზე ზრუნავდნენ, ეთამაშებოდნენ და სოციალურ ქსელებში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

ყველაზე კარგი ურთიერთობა დეივს „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშეებთან ჯონ სტოუნზთან და კაილ უოკერთან ჩამოუყალიბდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ტურნირის მოგების შემთხვევაში დეივს სახლში წამოიყვანდნენ, მაგრამ საფრანგეთთან მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ მიხვდნენ, რომ კატის კატარში დატოვებას ვერ შეძლებენ.

დეივის ამბავს უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში მცხოვრები კატა ლარი, რომლის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი: „კეთილი იყოს შენი გუნდში მოხვედრა, დეივ“.