გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
ინდოეთის მედია ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში პაკისტანში და პაკისტანის კონტროლირებულ ქაშმირში 70 ტერორისტი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 რაკეტა ცხრა სხვადასხვა ადგილის დასაბომბად გამოიყენეს.
ინდური მედიის თანახმად, სარაკეტო დაბომბვის შედეგად მუზაფარაბადში, კოტლიში, ბაჰავალპურში, რავალაკოტში, ჩაკსვარიში, ბჰიმბერში, ნეელუმ ველიში, ჯჰელუმში და ჩაკვალში 60-ზე მეტი ტერორისტი დაშავდა. ინდოეთის სამთავრობო წყაროების ცნობით, ეს ადგილები ტერორისტული აქტივობის ცენტრებად იქნა იდენტიფიცირებული. მაღალი სიზუსტის რაკეტები „ლაშქარ-ე-ტაიბასა“ და „ჯაიშ-ე-მოჰამედთან“ დაკავშირებული ბანაკების წინააღმდეგ იყო გამოყენებული.
ინდოეთის თავდაცვის წყაროების ცნობით, მოკლულ ტერორისტებს შორის არიან „ლაშქარ-ე-ტაიბასთან“ და „ჯაიშ-ე-მოჰამედთან“ დაკავშირებული საშუალო და მაღალი რანგის საველე მეთაურები.
ინდური მედიის თანახმად, ინდოეთის კონტრშეტევამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ტერორისტული დაჯგუფებების ოპერატიული შესაძლებლობები. პაკისტანის განცხადებით, ინდოეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 38 დაშავდა, ხოლო ორი დაკარგულად ითვლება.