ინდონეზიაში ისლამური პანსიონის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ინდონეზია

ინდონეზიაში ისლამური პანსიონის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი 27 მოსწავლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სააგენტოს თქმით, ნანგრევების გაწმენდას და სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ, ორშაბათს დასრულდება. მათივე ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნანგრევების ქვეშ გადარჩენილები იპოვონ.

აღმოსავლეთ იავის პროვინციაში, სკოლა გასულ ორშაბათს მაშინ ჩამოინგრა, როდესაც სკოლაში ასობით მოსწავლე იმყოფებოდა.