ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა

მიწისძვრა

ინდონეზიაში, სუმატრას სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 68 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრამ ქალაქ ბენგკულუში 100-ზე მეტი სახლი დააზიანა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.