ინდონეზიაში ბორანზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხანძარი

ინდონეზიაში ბორანზე ხანძრის გაჩენის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად ითვლება. ინციდენტის დროს, ბორანი ღია ზღვაში იყო, ბორტზე კი 271 ადამიანი იმყოფებოდა.

ქვეყნის ეროვნული სამაშველო სააგენტოს (Basarnas) ცნობით, ხომალდი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ სურაბაიადან მაკასარისკენ მიცურავდა.

მოგვიანებით Basarnas-მა განაცხადა, რომ მიიღო დადასტურება იმის შესახებ, რომ ბორანი „თითქმის მთლიანად ცეცხლმა მოიცვა“, სანამ „მგზავრები დახმარებას ელოდნენ“.