ინდოეთში აცხადებენ, რომ პაკისტანის თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია - 35

ინდოეთი

პაკისტანის მიერ ქაშმირის საზღვრის გასწვრივ, ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 35 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინდოეთის პოლიცია ავრცელებს.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციაზე ისაუბრა. მათივე ცნობით, ოპერაცია სახელწოდებით „სინდური“ 25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ადგილობრივი დროით 01:05-დან 01:30 საათამდე. სამხედრო დარტყმების სამიზნე პაკისტანში ორგანიზაცია Lashkar-e-Tayyiba-ს ტერორისტულ-ინფრასტრუქტურულ ობიექტები იყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს იყო ინდოეთის მიერ პაკისტანის ტერიტორიაზე ყველაზე შორს განხორციელებული დარტყმა 1971 წლის ომის შემდეგ.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პაკისტანი დაადანაშაულა აპრილში, ინდოეთის კონტროლირებად ქაშმირის ნაწილში მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაში და ისლამაბადს ბრალი დასდო სადავო რეგიონში ტერორიზმის მხარდაჭერაში.

„თავდასხმებიდან ორი კვირის გასვლის მიუხედავად, პაკისტანის მხრიდან არ ყოფილა დემონსტრირებული ნაბიჯები, რომ ზომები მიეღოთ მის ტერიტორიაზე ან მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებული ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – განაცხადა ინდოეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის დროს არცერთი სამხედრო ობიექტი არ დაზიანებულა და პაკისტანში სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.