სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
ინდოეთში, რაჯასტანის შტატში, 15 წლის გოგონა ნიანგმა გაიტაცა. პოლიციამ მოზარდის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოზარდი ბარანის რაიონში, მდინარე პარვატის ნაპირზე წყლის მოსატანად წავიდა, რა დროსაც ქვეწარმავალი მოულოდნელად დაესხა თავს. პოლიციის ცობით, მოზარდი მდინარიდან წყალს იღებდა, როდესაც ნიანგმა ის წყალში შეათრია.
მედიის ცნობით, ფაქტის ადგილობრივები შეესწრნენ, რომლებიც მდინარის მახლობლად მუშაობდნენ. ისინი ნავებით მდინარეში შევიდნენ და გოგონას გადარჩენა სცადეს, თუმცა მათი ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდა.
ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა რამდენიმესაათიანი უშედეგო ოპერაცია, გვიან ღამით შეწყდა. დილით გოგონას ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.